საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   
№20/29 – 01
07.11.2017
ქ.თბილისი


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის 2017 წლის 28 მარტის № 07/29 -01 ბრძანებაში „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ისტორიის ამსახველი ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გამოცემის მიზნით სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის 2017 წლის 28 მარტის № 07/29 -01 ბრძანებაში „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ისტორიის ამსახველი ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გამოცემის მიზნით სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“:
ა) ამოღებულ იქნას ბრძანების პირველი მუხლის 1.8. პუნქტი.
ბ) დაემატოს ბრძანების პირველ მუხლს შემდეგი შინაარსის 1.22. პუნქტი:
 „1.22. პროფესორი ნუგზარ პაიჭაძე“.
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის  დეკანი,     პროფესორი          თეიმურაზ ბერიძე